ფეხბურთი

20:00 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 30-ე ტურის სიმბოლური

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა, ბუნდესლიგის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” მოხვდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე “გლადბახი” გაანადგურა (5:1).

ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:

მეკარე: ოლივერ ბაუმანი (“ჰოფენჰაიმი”);
მცველები: ნალდო (“შალკე”), ბენჟამინ ჰიუბნერი (“ჰოფენჰაიმი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ფლორიან გრილიტჩი (“ჰოფენჰაიმი”), დანიელ კალიჯური (“შალკე”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), ტიაგო ალკანტარა, ტომას მიულერი (ორივე “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: სანდრო ვაგნერი (“ბაიერნი”), კევინ ვოლანდი (“ლევერკუზენი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.111784