სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

18:16 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიკიარდომ შანჰაის ტრეკზე ცეცხლი დაანთო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩინეთის დიდი პრიზის რბოლა, „რედ ბულის“ დანიელ რიკიარდოს ტრიუმფით დასრულდა. მან გამარჯვება ბრძოლით, რამდენიმე შესანიშნავი გასწრების წყალობით მოიპოვა. ავსტრალიელმა „ფერარის“ ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში შეუშალა ხელი, „მერსედესი“ კი ზედიზედ მესამე რბოლაში დატოვა გამარჯვების გარეშე.

რიკიარდოს და „რედ ბულს“ რბოლის შემობრუნების შანსი მას შემდეგ მიეცათ, რაც „ტორო როსოს“ პილოტების შეჯახების შემდეგ, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამაზე ყველაზე სწრაფი რეაგირება სწორედ ხარებმა მოახდინეს, რომლებმაც პიტ სტოპზე ერთდროულად ორივე პილოტს უხმეს. „ფერარიმ“ და „მერსედესმა“, ერთმანეთის მიბაძვით, პეისკარის ტრასაზე ყოფნა არ გამოიყენეს და ამით „რედ ბულს“ ბრძოლაში ჩაბმის შანსი გაუჩნდა.

ჯერ რიკიარდომ კიმი რაიკონენი ჩამოიტოვა და მეხუთეზე გადაინაცვლა, შემდეგ კი მაქს ფერსტაპენმა ჰამილტონს შეუტია, მაგრამ ჩემპიონმა ხისტად დაიცვა პოზიცია. აგრესორმა ტემპი დაკარგა, რითაც უმალ ისარგებლა რიკიარდომ და ფიცხი თანაგუნდელი ჩამოიტოვა. მომდევნო წრეზე კი ჰამილტონიც ზედ მიაყოლა. ერთი წრის შემდეგ, ფერსტაპენმა მაინც მოახერხა ჰამილტონის ჩამოტოვება, რიკიარდომ კი ფეტელს სლიპ სტრიმით გაუარა და მეორეზე გადაინაცვლა.

მომდევნო წრეზე გერმანელს ფერსტაპენმაც შეუტია, მაგრამ მანევრი არ გამოუვიდა. უფრო მეტიც, მათი მანქანები ერთმანეთს შეეხო და ორივე დატრიალდა. ამით რაიკონენმა ისარგებლა და ორივე უკან ჩამოიტოვა. ავსტრალიელი მალე ვალტერი ბოტასსაც დაეწია, რომელმაც ტრასაზე პეისკარის გამოსვლამდე, ერთი წრით ადრე შესრულებული პიტ სტოპის წყალობით შეძლო ფეტელის გასწრება. უფრო ახალი საბურავებით მოასპარეზე რიკიარდომ 45-ე წრეზე, ბოტასსაც საკმაოდ იოლად გაასწრო და ფინიშამდე ლიდერობა აღარავისთვის დაუთმია.

ფეტელთან შეჯახების გამო, სტიუარდებმა ფერსტაპენს 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს, რითაც ჰამილტონმა იხეირა, რომელსაც „რედ ბულის“ პილოტმა ფინიშამდე 8 წრით ადრე გაასწრო. ბრიტანელმა ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა, მაგრამ იმ ათი წამის წყალობით, საბოლოო კლასიფიკაციაში ჰოლანდიელზე მაღლა, მეოთხე ადგილზე დარჩა. ფეტელს კი რბოლის დასრულებამდე ნიკო ჰულკენბერგმა და ფერნანდო ალონსომაც გაასწრეს და საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერი მერვე ადგილს დასჯერდა.

„მოსაწყენ რბოლებს არ ვიგებ. ჩემი ყველა გამარჯვება სახალისო იყო, ამას კი მეც არ ველოდი. 24 საათით ადრე ვფიქრობდი, რომ რბოლის უკანა რიგიდან დაწყება მომიწევდა. პირველ რიგში, ბიჭებს მადლობას ვუხდი. ეს კვალიფიკაციის შემდეგაც გავაკეთე, თუმცა მათი გარჯის რეალური შედეგი დღეს მივიღეთ“, - ნარბოლევს განაცხადა რიკიარდომ, ვისაც სწორედ საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე გაუხდა აგრეგატი შესაცვლელი და მექანიკოსებმა მუშაობა კვალიფიკაციის დაწყებამდე 30 წამით ადრე დაასრულეს.

სხვათა შორის, რიკიარდოს შანჰაიმდე ბოლოს რბოლა ბაქოში აქვს მოგებული, სადაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი, მეოთხე ეტაპი ორ კვირაში გაიმართება.

ჩინეთის დიდი პრიზი, რბოლა (56 წრე)

  1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:35:36.380
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 8.894
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 9.637
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 16.985
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 20.436
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 21.052
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 30.639
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 35.286
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 35.763
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 39.594
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 44.050
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 44.725
  13. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 49.373
  14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 55.490
  15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 58.241
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:02.604
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:05.296
  18. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:06.330
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:22.575
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 5 წრე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:35.785 (55 წრე, 204.871 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 54 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 45; 3. ვალტერი ბოტასი - 40; 4. დანიელ რიკიარდო - 37; 5. კიმი რაიკონენი - 30; 6-7. ფერნანდო ალონსო, ნიკო ჰულკენბერგი - 22; 8. მაქს ფერსტაპენი - 18; 9. პიერ გასლი - 12; 10. კევინ მაგნუსენი - 11; 11. სტოფელ ვანდოორნი - 6; 12. კარლოს საინსი - 3; 13. მარკუს ერიკსონი - 2; 14. ესტებან ოკონი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 85 ქულა; 2. ფერარი - 84; 3. რედ ბული - 55; 4. მაკლარენი - 28; 5. რენო - 25; 6. ტორო როსო - 12; 7. ჰაასი - 11; 8. ზაუბერი - 2; 9. ფორს ინდია - 1; 10. უილიამსი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.192657
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X