ფეხბურთი

16:20 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვერჰემპტონი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიპის 43-ე ტურის შეხვედრა "ფულჰემს" და "ბრენტფორდს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა, აღნიშნული შედეგის გამო კი "ვულვერჰემპტონმა" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. "ვულვზი" ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მესამეადგილოსან "ფულჰემს" ათი ქულით უსწრებს.

ნუნუ ესპირიტუ სანტოს შეგირდებმა ექვსსეზონიანი ჩავარდნა დაასრულეს და მომავალ სეზონში ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ითამაშებენ. "ვულვზი" პრემიერლიგას სამსეზონიანი ასპარეზობის შემდეგ 2012 წელს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110967