ჩოგბურთი

19:40 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი სოუზასთან დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშში მიმდინარე ჰასან II-ის სახელობის გრან პრის მეოთხედინალში ჟოაუ სოუზასთან 2:6, 6:4, 1:6 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, ნიკოლოზი რეიტინგში მინიმუმ ექვსი ადგილით დაწინაურდება.

განვლილი მატჩი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და მესამე გეიმზე ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ მოულოდნელად თავისი სამი მოწოდება დათმო და 2:6 დამარცხდა. მეორე სეტში ნიკოლოზმა თამაშის ხარისხი გამოასწორა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და საბოლოოდ სეტი სათავისოდ დაასრულა. გადამწყვეტ სეტში ქართველს ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა ჰქონოდა, თუმცა ნიკოლოზმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

საბოლოოდ, მაროკოში ასპარეზობით 45 ქულა და 13,815 ევრო გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101729