ფეხბურთი

16:13 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ზაფხულის სამიზნეები

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას აპირებს. ესპანური Sport-ის ცნობით, პეპ გვარდიოლამ უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა დამატება გუნდის ხელმძღვანელობას მოსთხოვა.

გვარდიოლამ არჩევანი ასეთია: ტობი ალდერვეირელდი, ედენ აზარი, რიად მაჰრეზი, იულიან ვაიგლი, ჟან სერი, ფრედი და ტომას ლემარი.

შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტიმ” მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ხოლო პრემიერლიგის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში მარცხი კლუბის შეფებს არ აკმაყოფილებთ და გვარდიოლასგან სწორედ ამ ტურნირის მოგებას ითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122335