ფეხბურთი

14:22 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შეიძლება სიურპრიზები მოხდეს"

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობა გარანტირებული არ აქვს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, გამორიცხული არაფერია და მის გუნდს ყურადღებით ყოფნა მართებს.

“ნოემბრიდან ან დეკემბრიდან ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო ჩემპიონობა დაგვეკარგა და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ერთ კვირაში სამი თამაში წავაგეთ, ეს რეალობაა. სიურპრიზი შეიძლება მოხდეს. “რეალმა” ზედიზედ 6 თამაში წააგო სეზონში და ჩემპიონი ვერ გახდა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა გვარდიოლამ.

ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, ხოლო “სიტი” “იუნაიტედს” 13 ქულით უსწრებს. “ქალაქელები” დღეს, ლონდონში, “ტოტენჰემს” გაეჯიბრებიან.

0.116643