ფეხბურთი

12:23 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილი მსაჯი: "ასეთ დარღვევაზე პენალტი არ ინიშნება"

ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე ლუკას ვასკესისა და მეჰდი ბენატიას ეპიზოდს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინგლისელი არბიტრი, მაიკლ ოლივერი მსაჯი შეცდა.

“უკნიდან შეხება საკმარისი არაა თერმეტრიანი დასანიშნად. ვასკესზე დარღვევა არ ყოფილა”, - განაცხადა იტურალდემ.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “იუვენტუსის” ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ბოლო წუთზე დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომლის მიმართ კამათი არ წყდება. “სამეფო კლუბმა” “ბებერი ქალბატონი” 4:3 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში) და ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129337