ფეხბურთი

11:59 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “დღეს შესაძლოა ვიტიროთ, თუმცა შემდეგ უფრო გავძლიერდებით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “რეალთან (1:3) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით “ბებერი ქალბატონი” არ იმსახურებდა ტურნირიდან გამოთიშვას, თუმცა მისი თქმით გუნდი უფრო გაძლიერდება.

“სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ფორმაში სწრაფად უნდა ჩავდგეთ, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ტიტულის მოსაპოვებლად. ყველა დამეთანხმება, რომ უსამართლო იყო “იუვენტუსის” გავარდნა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ და მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. ამ მატჩმა მოგვცა იმის რწმენა, რომ ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია და დამსახურებული იქნებოდა დამატებით დროში თამაში. დღეს შეიძლება ვიტიროთ, თუმცა შემდეგ უფრო გავძლიერდებით”, - განაცხადა ალეგრიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113764