ფეხბურთი

11:09 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი "რეალის" ფეხბურთელებს: "თქვენ იხდით"

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მატჩის ბოლო ნაწილი ისეთი გამოდგა, კარგა ხანს დავიწყებას რომ არ მიეცემა. იტალიელი ფეხბურთელები ინგლისელი მსაჯის, მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებამ გააცხარათ, რასაც ჯანლუიჯი ბუფონის გაძევებაც მოჰყვა.

შეხლა-შემოხლა იყო ფეხბურთელებს შორისაც. როგორც აღმოჩნდა, ჯორჯო კიელინიმ მარსელოს შემდეგ რამ უთხრა:

“თქვენ იხდით” – ძნელი მისახვედრი არაა, რომ საუბარი მსაჯის გასამრჯელოზეა...

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “რეალი” 3:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო წუთზე პენალტით გაიტანა.

0.111457