ჩოგბურთი

19:40 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მაროკოში პირველი შეხვედრა მოიგო

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაროკოში მიმდინარე მარაკეშის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს.

ნიკამ ტურინირის ძარითადი ბადის პირველ შეხვედრაში იტალიელი მარეი ბერეტინი 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ნიკამ მეტოქეს იოლად 7:2 აჯობა. მეორე პარტიაში კი ბასილაშვილმა 4:4-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. ნიკოლოზს 2 ეისი ჰქონდა და პირველი ჩაწოდებიდან ქულების 79%-ს იგებდა, რაც ნორმალური შედეგია.

ტურნირის 1/8-ფინალში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერსა და “უაილდ ქარდის” მქონე მაროკოელ ლამინე ოუაჰაბს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112817