ფეხბურთი

17:26 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკელი ფეხბურთელის გოლი მუნდიალის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს (+VIDEO)

მექსიკელი ფეხბურთელის, მანუელ ნეგრეტეს მიერ 1986 წლის მუნდიალზე ბულგარეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.

საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. ფეხბურთის ქომაგებს 32 გოლიდან უნდა დაესახელებინათ საუკეთესო.

გამოკითხვის ფინალურ ეტაპზე ნეგრეტეს გოლს, ბრაზილიელი ედერის მიერ 1982 წლის მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში კარში გატანილი გოლი უწევდა კონკურენციას, მაგრამ საბოლოოდ მექსიკელის ვარდნაში შესრულებულმა დარტყმამ მეტი ხმა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115946