ისტორია

11:30 | 9.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

9 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 - დაიბადა რობი ფაულერი. ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის, აგრეთვე ეროვნული ნაკრების, “ლიდსის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის”, “კარდიფისა” და “ბლექბერნ როვერსის” მოთამაშე. “ლივერპულთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები, UEFA-ს თასი, ინგლისისა და ევროპის სუპერთასები. 1993 წელს გახდა 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის 2006-07 წლების გათამაშების ფინალისტი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 - წმინდა ფრანსის ხავიერის ინსტიტუტის სტუდენტებმა ბელგიაში დაარსეს საფეხბურთო კლუბი “სერკლ ბრიუგე”. 1911, 1927 და 1930 წლებში გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, 1927 და 1985 წლებში კი ბელგიის თასს დაეუფლა.

1912 - ბეისბოლში პირველი საგამოფენო მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს “რედ სოქსი” და “ჰარვარდი” შეხვდნენ.

1927 - “პორტსმუტმა” საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა. ინგლისის მეორე დივიზიონის მატჩში სამხრეთელებმა “ნოთს ქაუნთი” 9:1 გაანადგურეს.

1928 - ჰოლანდიაში დაარსდა ფეხბურთელთა კლუბი “ტოპ ოსი”.

1974 - ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდისთვის გადასაცემი ახალი თასის პრეზენტაცია გაიმართა. მან “ჟიულ რიმეს თასი” შეცვალა, რომელიც 1970 წელს ბრაზილიას სამუდამო მფლობელობაში გადაეცა. სამწუხაროდ, ბრაზილიელებმა ამ თასს სათანადოდ ვერ უპატრონეს. იგი მოიპარეს და სავარაუდოდ, გადაადნეს.

1987 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ მატჩში მესამედ შეძლო შვიდი შაიბის გატანა, რითიც ჟან ბელივოს იმ დღემდე მოქმედი რეკორდი გააუმჯობესა.

1988 - ფინელმა მოთხილამურე საიო სავალაინენმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან 24 საათში 415.5 კოლომეტრი გაირბინა.

1995 - “ფორმულა-1”-ის ბუენოს აირესის გრან-პრი დეიმონ ჰილმა მოიგო.

2000 - “ფორმულა-1”-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ფერარი”) მოიგო.

2005 - ქალთა შორის ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა კანადას 3:1 მოუგო და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული. აღსანიშნავია ის, რომ ამ ორი ნაკრების ისტორიაში, ამერიკელებმა პირველად მოახერხეს კანადელთა ძლევა.

2005 - ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქზმა” “შარლოტ ბობქეთსი” დაამარცხა (93:75). ქართველმა ცენტრმა, 21 წუთში 9 ქულა მოაგროვა, 8 მოხსნა და თითო-თითო შედეგიანი გადაცემა და დაფარება განახორციელა.

2005 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობა ყრილობამდე ალექსანდრე ჩივაძეს უნდა შეესრულებინა. იმჟამად იგი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მანამდე ქართველმა სამართალდამცავებმა ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია დააკავეს. იმავე სხდომაზე, ერთობლივად მიიღეს მიმართვა ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მერაბ ჯორდანია საზოგადოებისთვის საშიშ პირს არ წარმოადგენდა და ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა მისთვის, აღმკვეთი ღონისძიება თავდებით შეეცვალათ.

2005 - ჰოკეისტ ქალთა მსოფლიოს პირველობის ფინალში აშშ-ს ნაკრებმა კანადას 3:1 მოუგო და პირველობა მოიპოვა. ამერიკელებმა პირველად მოახერხეს კანადელთა დამარცხება, რითაც მათ ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონების საშუალება არ მისცეს.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” “მინესოტასთან” დამარცხდა (83:84). ქართველმა ცენტრმა 29 წუთში 13 ქულა მოაგროვა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება განახორციელა.

2006 - ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში, მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადს” დაუზავდა (1:1). ერთადერთი გოლი მადრიდელთაგან რონალდომ გაიტანა, რომელიც “რეალის” შემადგენლობაში ჩატარებულ 164-ე შეხვედრაში, რიგით მე-100 აღმოჩნდა.

2006 - გუს ჰიდინკის მეთაურობით უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ეინდჰოვენის პსვ-მ. ჰოლანდიის ერედივიზიონის უკანასკნელ ტურში პსვ “გრონინგენს” 1:1 დაუზავდა და 19-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

2008 - “უილიამსის” პილოტმა რობერტ კუბიცამ ფორმულა1-ის ბაჰრეინის გრან-პრი მოიგო და პირველი პოლონელი მრბოლი გახდა, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2008 - საკალათბურთო ევროლიგის მეოთხედფინალში ესპანურმა “ტაუგრესმა” სერბიის “პარტიზანს” 85-68 მოუგო, რუსეთის ცსკამ – ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” 81-56 სძლია. ორივე გამარჯვებულმა სერია 2:1 მოიგო.

2011 - ეკვადორში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის 17 წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ ბრაზილიამ მოიგო. დასკვნით ტურში ბრაზილიელებმა არგენტინელებს 3:2 სძლიეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1920 - ვასილი კარცევი. მოსკოვის ფეხბურთელთა კლუბ “დინამოს” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი.

1921 - ადი პრაისლერი. 1940-50-იან წლებში დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. გფრ-ის ორგზის ჩემპიონი. 1949 და 1950 წელს გახდა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. მოგვიანებით გახდა დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი და გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახადა.

1928 - პოლ არიზინი. ეროვნული საკალათბურთო ასიოციაციის კლუბ “ფილადელფია უორიორზის” მოთამაშე. ნბა-ის ჩემპიონი. 1952 წელს დაასახელეს ფლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშედ. ნბა-ის “ყველა ვარსკვლავის” 10 მატჩის მონაწილე. დასახელებულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 უძლიერეს მოთამაშეს შორის.

1942 - გალინა კულაკოვა. საბჭოთა მოთხილამურე. ქალთა შორის მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი.

1954 - ვიკტორ მაზინი. საბჭოთა ძალოსანი. 1980 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში.

1955 - ვლადიმერ მიშკინი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის “კრილია სოვეტოვის” გოლკიპერი. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1957 - სევე ბოლისტეროსი. ესპანელი გოლფისტი. მოგებული აქვს 60 ტურნირი. სამჯერ იმარჯვა დიდი ბრიტანეთის ღია პირველობაზე. განსაკუთრებით წარმატებით იასპარეზა 1976 წელს.

1958 - ვიქტორ დიოგო. ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “პენიაროლის” მცველი. 1983 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი.

1966 - ტომას დოლი. გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების ნაკრებების ფეხბურთელი. გდრ-ის ნაკრების 29 მატჩში გაიტანა 7 გოლი. გფრ-ის ნაკრების შემადგენლობაში 1992 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. იყო “ჰამბურგის” მწვრთნელი.

1968 - ტომ ბრენდსი (აშშ). თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971 - ჟაკ ვილნევი. კანადელი ავტომრბოლი. “ფორმულა-1”-ში 1997 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1975 - რობი ფაულერი. ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის, აგრეთვე ეროვნული ნაკრების, “ლიდსის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის”, “კარდიფისა” და “ბლექბერნ როვერსის” მოთამაშე. “ლივერპულთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები, UEFA-ს თასი, ინგლისისა და ევროპის სუპერთასები. 1993 წელს გახდა 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის 2006-07 წლების გათამაშების ფინალისტი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1978 - ჟორჯე ანდრადე. პორტუგალიის ნაკრების, “პორტუსა” და “დეპორტივოს” ფეხბურთელი.

1980 - დავით ოთიაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა (120 კგ) შორის, ჭაბუკთა შორის 1996 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს პირველობების ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2000). 1999 წელს ევროპის ახალგაზრდა მოჭიდავეთა ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. დავით ოთიაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.

1980 - იერკო ლეკო. ხორვატიის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1943 - უილფ დიქსონი. ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი. გარდაიცვალა 102 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129467