ფეხბურთი

16:20 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლე ჰავრის" 18 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “ლე ჰავრის” ფეხბურთელი სამბა დიოპი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

რა გახდა 18 წლის მცველის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულის გამო “რეიმსისა” და “ლე ჰავრის” დღეს გასამართი შეხვედრა გადაიდო.

სამბა დიოპი “ლე ჰავრის” ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში დააწინაურეს.

0.114772