ფეხბურთი

23:59 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ქომაგები "სიტის" ავტობუსს თავს დაესხნენ

“ლივერპულის” გულშემატკივრები “მანჩესტერ სიტის” ავტობუსს თავს დაესხნენ. ინცინდენტი მატჩის დაწყებამდე მოხდა, როდესაც “ქალაქელები” “ენფილდ როუდზე” მივიდნენ.

მერსისაიდელმა ქომაგებმა ავტობუსს ბოთლები, ქილები, სხვადასხვა ნივთები და ფეიერვერკები ესროლეს.

“ჩვენ ბოდიშს ვუხდით პეპ გვარდიოლას, ფეხბურთელებს, პერსონალს და პირებს, რომლებიც ამ ინცინდენტის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია და კლუბი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ”, - ნათქვამია “ლივერპულის” ოფიციალურ განცხადებაში.

საბედნიეროდ, “სიტის” არცერთი ფეხბურთელი არ დაშავებულა. თუმცა, დაზიანებულია ავტობუსი და კლუბს თამაშის შემდეგ სხვა ავტობუსით მოუწევს სტადიონის დატოვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113435