ფეხბურთი

14:03 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “ახლა რაიმეს შეცვლა შეუძლებელია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს მესამე გოლის გაშვებამდე კიდევ რჩებოდა შანსი, მდგომარეობა საპასუხო შეხვედრაში გამოასწორებინა, ახლა კი ეს შეუძლებელია. იტალიელმა სპეციალისტმა კრიშტიანუს გოლზეც ისაუბრა და პორტუგალიელს წარმატებული თამაში მიულოცა.

“რეალი” შეტევის დამაბოლოებელ ფაზაში მკვლელივით მოქმედებდა. ოთხი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მოგება ყველაფერზე მეტყველებს, ეს შემთხვევით არავის გამოსდის.

ახლა იტალიის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, მერე კი მადრიდში უნდა ვეცადოთ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ყველაზე მეტად მესამე გოლზე მწყდება გული, რადგან მანამდე კიდევ გვრჩებოდა შანსი, რომ მდგომარეობა მეორე მატჩში გამოგვესწორებინა, ახლა კი ეს შეუძლებელია.

რაც შეეხება კრიშტიანუს გოლს, არ ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლია, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილადაა. რასაც რონალდუ აკეთებს, შეგვიძლია მხოლოდ მივულოცოთ” - განაცხადა პრესკონფერენციაზე ალეგრიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11323