ფეხბურთი

11:22 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასის მე-1000 მატჩი

“პორტუს” მეკარემ იკერ კასილიასმა “ბელენენსეშთან” პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მართალია, მისი გუნდი 0:2 დამარცხდა, თუმცა 36 წლის ესპანელი ფეხბურთელისთვის ეს შეხვედრა კარიერაში საიუბილეო, მე-1000 გამოდგა.

კასილიასი რაულის შემდეგ მეორე ესპანელი გახდა, რომელმაც უმაღლეს დონეზე მსგავს შედეგს უწია. იკერმა 725 მატჩი “რეალის” შემადგენლობაში ჩაატარა, 108 - “პორტუს” რიგებში, 167 კი - ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. აქედან, 385 შეხვედრაში მან საკუთარი კარის “მშრალად” შენახვა მოახერხა.

კასილიასი “პორტუში” 2015 წლიდან თამაშობს. კიპერმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110357