თამაშგარე

10:55 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

არიადნა არტილესის მტკიცე გადაწყვეტილება

ვეტერანი ესპანელი მოტომრბოლელის, ფონსი ნიეტოს ყოფილი ცოლი, უცნობილესი ესპანელი მოდელი, არიადნა არტილესი მთელს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლამაზმანად ითვლება და პრაქტიკულად არ არსებობს ბულვარული გამოცემა, რომლის ყდაზეც ეს ქალი არ ყოფილა გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ ფონსი ნიეტოსა და არიადნას ცოლ-ქმრობა 2011 წელს მათი საერთო სურვილით შეწყდა, როგორც “ყვითელი“ მოკალმეები გვამცნობენ, სხვადასხვა ფეშენებელურ მიღებებზე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ისე კოხტად ჭუკჭუკებენ, კაცი ვერ იფიქრებს მათი ცოლ-ქმრობა წარსულში რომ დარჩა.

ერთი ისაა, რომ მრბოლელთან დაშორების შემდეგ, არიადნა არტილესმა საჯაროდაც განაცხადა და როგორც ჩანს მტკიცედ გადაწყვიტა, რომ გათხოვებაზე საბოლოოდ თქვას უარი და ამ პირობას ახლაც ასრულებს. ისე კი, ასეთ დიდებულ ქალს გულისსწორი და მოტფიალე რომ არ მოაკლდება - რთული მისახვედრი არ უნდა იყოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153819