სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:58 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" ნანატრი გამარჯვება, "ბარსელონას" ნაბიჯი რეკორდამდე და ბონუჩის პასუხი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

8 – “ინტერმა” ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 10 ჩატარებულ შეხვედრაში შეაგდო.

7 – “იუვენტუსმა” “მილანს” ყველა მატჩი მოუგო (7) მას შემდეგ, რაც “იუვენტუს სთედიუმზე” თამაშობს.

7 – სამი ხედირამ პირადი რეკორდი გაიმეორა სეზონში გატანილი გოლების მიხედვით (7). გერმანელს იგივე შედეგი 2008-2009 წლების სეზონში “შტუტგარტის” რიგებში ჰქონდა.

3 – ლეონარდო ბონუჩი მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “იუვენტუს სთედიუმზე” ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა გოლი (ჯოვინკოსა და იკარდის შემდეგ).

959 – “იუვენტუსმა” “მილანთან” 959 წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და თავისივე რეკორდის მოსმახსნელად 16 წუთი დააკლდა.

იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ხუთეული ასეთი (მშრალი სერია):

974 – “იუვენტუსი” (2016 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტამდე)

959 – “იუვენტუსი” (2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე)

929 – “მილანი” (1993 წლის დეკემბრიდან 1994 წლის თებერვლამდე)

903 – “იუვენტუსი” (1972 წლის დეკემბრიდან 1973 წლის თებერვლამდე)

846 – “კალიარი” (1966 წლის მაისიდან 1966 წლის ნოემბრამდე)

7 – პაულო დიბალასა საჯარიმოს გარედან 7 გოლი აქვს გატანილი და ეს სეზონში საუკეთესო შედეგია.

1 – “ნაპოლიმ” ბოლო ოთხ მატჩში ერთადერთხელ მოიგო (2 ფრე, 1 წაგება).

4 – “ტორინომ” სტუმრად 4 გოლი 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა (უდინეში, “უდინეზესთან” 5:1).

6 – “უდინეზემ” ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო (ისტორიაში მესამედ). დანარჩენი ორი შემთხვევა შორეულ 1961-1962 წლების სეზონში მოხდა.

24 – მაურო იკარდი ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში მინიმუმ 24 გოლი გაიტანა. მანამდე იგივე სტეფანო ნიერსმა (1949-1950, 1950-1951) და ჯუზეპე მეაცამ (1929-1930, 1930-1931) მოახერხეს.

1 – “ინტერმა” მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (35-ე წამი). “ნერაძურის” პირველ წუთზე ბოლოს გატანილი 2007 წლის თებერვალში ჰქონდა (“კიევოსთან” ადრიანოს).

17 – “ბოლონიამ” ყველაზე მეტი ქულა დაკარგა (17), როდესაც კონკრეტულ მატჩში ანგარიში მიჰყავდა.

საფრანგეთი, ლიგა 1

60 – “ლიონს” 31 ტურის თავზე 60 ქულა აქვს და მეოთხე ადგილი უკავია. ამაზე უკეთესი მაჩვენებლით მეოთხე პოზიცია 31 ტურისთვის ისტორიაში ერთადერთხელ, “მონაკოს” ეკავა (62 ქულა, 1979-1980 წლების სეზონში).

7 – რემი კაბელამ ბოლო 8 მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი და 3 პასი) და ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე მანამდე 31 თამაშში ჰქონდა.

357 – სტივ მანდანდა ბოლო 5 მატჩში მეორედ შეცვალეს. მაშინ, როდესაც მანამდე ჩატარებულ 357 შეხვედრაში ერთხელ შეცვალეს.

6 – დიმიტრი პაიემ 2018 წელს 6 საგოლე პასი გააკეთა და ტოპ ჩემპიონატებში მიმდინარე წელს ეს საუკეთესო შედეგია.

გერმანია, ბუნდესლიგა

1 – ფლორიან მაიერმა ბუნდესლიგაში პირველად ითამაშა.

57 – მხოლოდ “ვერდერს” აქვს ბუნდესლიგის ისტორიაში უფრო მეტი ავტოგოლი გატანილი (57), ვიდრე “აინტრახტს” (56).

1065 – 2015 წლის 2 მაისის შემდეგ საგოლე პასი პირველად გააკეთა (1065 დღის შემდეგ ბუნდესლიგაში).

3 – 2012 წლის შემოდგომის შემდეგ “ვოლფსბურგმა” ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა.

6 – “ბაიერნმა” “დორტმუნდს” ბოლო რვა მატჩიდან 6 მოუგო (1 ფრე და 1 წაგება).

5 – “დორტმუნდმა” პირველ ტაიმში 5 გოლი 1978 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ, “ბორუსიამ” ტაიმი “გლადბახთან” 0:6, ხოლო თამაში 0:12 წააგო.

103 – ტომას მიულერმა “ბაიერნი” მაისურით ბუნდესლიგაში 103-ე გოლი გაიტანა და დიტერ ჰიონესს გადაასწრო (102 გოლი). მასზე წინ მხოლოდ გერდ მიულერი (365), კარლ-ჰაინც რუმენიგე (162), და როლანდ ვოლფარტი (119) არიან.

15 – “ჰამბურგმა” პირადი ანტირეკორდი დაამყარა და უკვე ზედიზედ 15 მოუგებელი მატჩი ჩაატარა (6 ფრე, 9 წაგება).

17 – მარ უტიმ მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა (17), რაც გერმანელ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია.

5 – დანიელ კალიჯურიმ მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და ეს ორჯერ უკეთესი შედეგია, ვიდრე გასულ სეზონში აჩვენა (2 გოლი).

4 – დანიელ გინჩეკმა “ჰამბურგს” 5 მატჩში მეოთხე გოლი გაუტანა და ეს მისი საუკეთესო შედეგია.

5 – ტიმო ვერნერმა ბოლო 5 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 3 პასი).

ესპანეთი, ლა ლიგა

21 – ლიონელ მესის ლა ლიგაში (21-ე საუკუნეში) ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (21), როდესაც შეცვალზე შევიდა. არგენტინელმა ვალტერ პანდიანის მიღწევა დაამხო (20 გოლი).

8 – ჩორი კასტრომ ლა ლიგაში პირველი პენალტი გაიტანა 2010 წლის ნოემბრის შემდეგ.

8 – ლუის მურიელმა “ბარსელონას” კარის მიმართულებით რვაჯერ დაარტყა და ასეთი შემდეგი კატალონელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში არავის ჰქონია.

11 – “ატლეტიკომ” ერთი გოლით მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო (11).

15 – “დეპორტივოს” 15 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (5 ფრე, 10 წაგება).

90.9% - კევინ გამეირომ ლა ლიგაში 11-დან 10 პენალტის გატანა მოახერხა.

14 – “მალაგამ” “ვილიარეალი” დაამარცხა და 14 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, რომელიც მის ისტორიაში ხანგრძლივობით მეორე იყო (3 ფრე, 11 წაგება).

150 – იან ობალკმა “ატლეტიკოს” მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა.

1 – როდრიგო იყო ერთადერთი, რომელმაც “ლეგანესის” კარში დაარტყა და გოლიც გაიტანა.

6 – “ესპანიოლმა” ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ მეორე თამაში მოიგო, მაგრამ ერთხელ წააგო და 6 ფრე ითამაშა.

7 – ლიონელ მესიმ საჯარიმოს გარედან მეშვიდე გოლი გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია პაულო დიბალასთან ერთად (7).

17 – “ბარსელონამ” ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა ლა ლიგაში (17), მაშინ, როდესაც კონკრეტულ თამაშს აგებდა.

37 – “ბარსელონას” ზედიზედ 37 მატჩია ლა ლიგაში არ წაუგია. რეკორდი ჯერ კიდევ “სოსიედადს” ეკუთვნის (38 თამაში, 1980 წელს).

8 – გარეთ ბეილმა “ლას პალმასთან” კარისკენ რვაჯერ დაარტყა და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2013 წელს, “ალმერიასთან” ჰქონდა.

77 – “რეალმა” ბოლო ათ წელიწადში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა (77). საუკეთესო ხუთეული ასეთია:

“რეალი” – 91/77

“მილანი” – 93./75

“რომა” – 81/66

პსჟ – 74/66

“ბარსელონა” – 85/65

9 – გარეთ ბეილმა მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და ეს საუკეთესო შედეგია “რეალში” გატარებული პირველი სამი თვის შემდეგ.

ინგლისი, პრემიერლიგა

1 – “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” 2017 წლის 1 აპრილის შემდეგ პირველად წააგო, როდესაც ანგარიში გახსნა.

1 – “ტოტენჰემმა” პრემიერლიგაში პირველად მოიგო “სტემფორდ ბრიჯზე”. “მამლებს” ამ სტადიონზე აქამდე 25 მოუგებელი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული.

2 – დელე ალიმ პრემიერლიგაში დუბლი 2017 წლის იანვრის შემდეგ პირველად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა მაშინაც “ჩელსი” დაამწუხრა ორჯერ.

16 – კრისტიან ერიკსენმა პრემიერლიგაში საჯარიმოს გარედან მე-16 გოლი გაიტანა 2013 წლიდან (როცა დებიუტი ჰქონდა) და ეს ინგლისის ჩემპიონატში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

7 – ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გატანილი 11 გოლიდან 7 თავით გაიტანა და ამ კომპონენტში საუკეთესოა.

3 – “არსენალმა” ზედიზედ ორი მატჩში მინიმუმ სამი გოლის გატანა და კარის მშრალად შენახვა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოახერხა (“მანჩესტერთან” და “უოტფორდთან” 3:0).

2 – “არსენალმა” პრემიერლიგის ერთ მატჩში ორი პენალტი 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა (მაშინ ეს მიკელ არტეტამ “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩში გააკეთა).

5 – პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრემიერლიგის 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ეს “არსენალის” ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

10 – “მანჩესტერ სიტი” გახდა მეათე გუნდი და პირველი 2010-2011 წლების სეზონის შემდეგ (“იუნაიტედი”), რომელმაც ერთ სეზონში ერთხელ მაინც ყველა გუნდი დაამარცხა.

50 – პეპ გვარდიოლამ საწყისი 69 პრემიერლიგური მატჩიდან 50 მოიგო და ამაზე სწრაფად ასეთის ნიშნულისთვის მხოლოდ ჟოზე მოურინიოს აქვს მიღწეული (63 თამაშში).

62 – ფერნანდინიომ (62) და კევინ დე ბრუინმა (61) უფრო მეტი პასი გააკეთეს პირველ ტაიმში, ვიდრე მთლიანად “ევერტონმა” (59).

10 – “მანჩესტერ სიტი” გახდა მესამე გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის სამი ფეხბურთელი საგოლე პასით ორნიშნა ციფრზე ავიდა ერთ სეზონში. მანამდე იგიე “ლივერპულმა” (1995-1996) და “არსენალმა” (2004-2005) მოახერხეს.

15 – ჯერმეინ დეფომ 90-ე წუთზე პრემიერლიგაში მე-15 გოლი გაიტანა და ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეოთხეა.

756 – აიოზე პერესმა “სენტ ჯეიმს პარკზე” პირველი პრემიერლიგური გოლი გაიტანა 756 დღის შემდეგ (2016 წლის 5 მარტი, “ბორნმუთის” წინააღმდეგ).

3 – კასპერ შმეიხელმა პრემიერლიგაში 14 პენალტიდან სამი მოიგერია. მამამისმა პეტერმა იგივე შედეგს 21 პენალტიდან უწია.

3 – “ვესტ ჰემმა” პრემიერლიგაში, პირველ ტაიმში სამი გოლი 2012 წლის სექტემბრის შემდეგ (“ფულჰემთან”) პირველად გაიტანა.

27 – “უოტფორდმა” პირველ ტაიმში მიმდინარე სეზონში 27 გოლი გაუშვა და ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

4 – ეშლი ბარნესი “ბარნლის” მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 4 შეხვედრაში გაიტანა პრემიერლიგაში. მანამდე იგივე სემ ვუოკსს აქვს გაკეთებული.

11 – მარკო არნაუტოვიჩს “ვესტ ჰემის” ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს გოლი + პასის მიხედვით (8 გოლი, 3 საგოლე პასი).

5 – რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში მეასე გოლი გაიტანა და იგივე შედეგი მასზე ახალგაზრდულ ასაკში მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა.

მაიკლ ოუენი (23 წელი და 134 დღე)

რობი ფაულერი (23 წელი და 283 დღე)

უეინ რუნი (24 წელი და 100 დღე)

ჰარი კეინი (24 წელი და 191 დღე)

რომელუ ლუკაკუ (24 წელი და 322 დღე)

100 – რომელუ ლუკაკუ გახდა 28-ე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში 100 გოლი გაიტანა და მათ შორის, პირველი ბელგიელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.101249
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X