თამაშგარე

11:52 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

წლებთან მებრძოლი ტატიანა

სიბერე მუხთალი რამაა და ბაბილონის პრინცესასაც კი ისე კოხტად ჩამოაჭკნობს და ჩამოაჩირებს - თქვენი მოწონებული. ერთადერთი, ვინც თავის ასაკს, წლებს, წარსულის სიამეებსა და ჟამთა მდინარებას არ ეპუება, რუსი მოდელი, ტატიანა სიროკოა, რომელიც იხტიბარს არ იტეხს და მუდამ იძახის - ჩემი დრო ჯერ კიდევ არ წასულაო.

რაკი ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, ყურში ჩაჩურჩულებით გეტყვით, რომ ტატინა სიროკო უკვე 47 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ წასულა დიდი ფიცარნაგიდან და ძირითადად ისეთ ჩვენებებზე გამოდის, სადაც მოდელიორებს მათ მიერ დიდი რუდუნებით შექმნილი, ხანში შესულ ბანოვანთა სამოსის გამომზეურება სურთ.

როგორც თავად ტატიანა სიროკო ამბობს, მისი უბერებლობის საიდუმლო სპორტშია, რომელსაც ეს ქალი ბავშვობიდან მისდევს და დღემდე ერთგულობს. ცურვა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი - სპორტის ამ სახეობებს ტატინა მუდამ მისდევდა და იყო დრო, როდესაც მხატვრულ ტანვარჯიშში თანრიგიც კი მოიპოვა. ჰოდა, რა დააბერებს აბა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125138