ფეხბურთი

17:55 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მოყვარულთა თასი 2018” დაიწყო

„მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის მუნიციპალურმა ეტაპმა მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე 31 მარტს, 17:00 საათზე აიღო სტარტი. სეზონის გახსნით ცერემონიალს „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტი, წარმომადგენლები და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

2018 წლის სეზონის გახსნით შეხვედრაში „მოყვარულთა თასი 2017“-ის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდ ფოთის „კოლხიდა“-ს დაუპირისპირდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებელად იასპარეზა და მოწინააღმდეგე იოლად დაამარცხა, ანგარიშით 4:0.

„მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 400 - მდე გუნდი და 10 000 მოყვარულ ფეხბურთელზე მეტი იღებს მონაწილეობას.

„მოყვარულთა თასი 2018“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

0.175892