ფეხბურთი

13:58 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "იუვენტუსისთვის" ძალებს ზოგავს

მადრიდის “რეალი” დღეს “ლას პალმასს” გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება. მიზეზი სამ დღეში, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართი მატჩია.

ზინედინ ზიდანმა განაცხადში 6 წამყვანი ფეხბურთელი არ შეიყვანა: კრიშტიანუ რონალდუ, მარსელო, სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ისკო და ტონი კროოსი.

კარვახალი დისკვალიფიკაციას იხდის, რამოსსა და ისკოს მიკრო ტრავმები აწუხებთ, ხოლო დანარჩენი სამი ფეხბურთელი უბრალოდ დაისვენებს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩი 3 აპრილს, ტურინში გაიმართება.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11704