ფეხბურთი

22:40 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა ტრავმა მოიშუშა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ტრავმა მოიშუშა. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი კეინმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

პოჩეტინომ ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების დრო ვერ დააანონსა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს თამაშის დაწყებამდე კიდევ აქვს სამუშაო და შესაძლოა კეინმა "ჩელსისთან" პირველ აპრილს გასამართ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.

ჰარიმ ტრავმა 11 მარტს "ბორნმუთთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო და მაშინდელი ინფორმაციით მოედანს მაისამდე ვერ დაუბრუნდებოდა. მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.

0.110357