ფეხბურთი

22:10 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოუტინიომ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჟოაუ მოუტინიომ "მონაკოსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მოუტინიო მონაკოში 2013 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ ადგილობრივი გუნდის მაისურით მოედანზე 211 მატჩში გავიდა, გაიტანა 11 გოლი და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

0.113205