ჭადრაკი

18:45 | 28.03.2018 | ნანახია 919 - ჯერ

ბათუმი 2018: ხორვატი დიდოსტატი ივან სარიჩი ევროპის ჩემპიონია

ხორვატი დიდოსტატი ივან სარიჩი ევროპის უძლიერესი მოჭადრაკეა! ბალკანელმა, რომელიც კონტინენტის პირველობაზე 29-ე ნომრად იყო განთესილი, ჩემპიონის ტიტული უკანასკნელ ტურში მოიგო ჩეხ დავიდ ნავარასთან გამარჯვების შემდეგ.

სარიჩმა 8,5 ქულა დააგროვა და ოქროს მედალთან ერთად 20 ათასი ევრო მიიღო. 8 ქულით ვერცხლის მედალს და 15 ათას ევროს პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაეუფლა, მესამე ადგილზე კი, ასევე 8 ქულით, რუსი სანან სჟუგიროვი გავიდა, რომელსაც 10 ათასი ევრო გადაეცა. საგულისხმოა, რომ 8 ქულა კიდევ ხუთმა დიდოსტატმა მოიპოვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით საპრიზო ადგილებზე ვოიტაშეკი და სჟუგიროვი გავიდნენ.

ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო იყო საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული მიხეილ მჭედლიშვილი. მან ევროპის ჩემპიონატი 6,5 ქულით დაასრულა და 53-ე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ 17 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. კონტინენტის პირველობაზე 150-მა მოჭადრაკემ იასპარეზა.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:58 | 31.03.2018
choloka (790)

რაპიდი მიდის, ევროპის პირველობა აგერ ლერმონტოვზე და იქიდან ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია და ბათუმიდან რა გიკვირთ

21:11 | 29.03.2018
darispani (1001)

კონტინენტის პირველობაზე 150-მა მოჭადრაკემ იასპარეზა.
რას სწერთ??? 300-ზე მეტი იყო

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.04814