ფეხბურთი

19:50 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ესტონეთს ტაიმი მშვიდად მოუგო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთის ნაკრების პირველი ტაიმის შემდეგ ადვილად, 2:0 ამარცხებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს მთელი 45 წუთის განმავლობაში სჯაბნიდა და დამსახურებულადაც გავიდა შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით.

ანგარიში მეექვსე წუთზე ჯიმი ტაბიძემ გახსნა. "უფას" მცველი შეტევაში კარგად ჩაერთო და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი, სხვაობა გაორმაგდა - ვაკო ყაზაიშვილმა დიდოსტატური გოლი შეაგდო ბალტიისპირელთა კარში. წინ მეორე ტაიმია.

0.113992