ფეხბურთი

23:00 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაპელოს ჩინეთის გუნდიდან უშვებენ

ჩინური “ცზიანსუ სუნინის” ხელმძღვანელობამ ფაბიო კაპელოს გათავისუფლება გადაწყვიტა. იტალიელი სპეციალისტის ხელში, “ცზიანსუ სუნინმა” ჩემპიონატის სამი სასტარტო მატჩიდან ორი წააგო.

თუმცა როგორც იტალიური საიტები წერენ, კაპელოშ არა ცუდი შედეგების გამო, არამედ პიროვნული უთანხმოების გამო უშვებენ. კლუბის დირექტორატთან ურთიერთობა ვერ აეწყო, თავი და თავი კი სატრანსფერო ამბებზე შეუთანხმებლობა ყოფილა. კაპელომ რომელი ფეხბურთელებიც მოითხოვა, ვერ მიუყვანეს...

71 წლის კაპელო გასული წლის ივნისში დაინიშნა “ცზიანსუ სუნინის” თავკაცად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113778