გერმანიის ნაკრების მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, ბრაზილიასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
“ბარსელონას” კიპერს მუხლის მცირე პრობლემა აღენიშნებოდა და იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებით, მას დასვენების საშუალება მიეცემა.
“ტერ შტეგენი ხვალ დაისვენებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ლენო და ტრაპი თითო ტაიმს ითამაშებენ”, - განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები სამშაბათს “ოლიმპიაშტადიონზე” ბრაზილიას უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ცნობისთვის, ტერ შტეგენი "ბუნდესგუნდში" 2012 წლიდან თამაშობს და საკუთარი ქვეყნის კარი 19-ჯერ აქვს დაცული.