იტალიური “ნაპოლის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ “ნეაპოლურ გუნდს სკუდეტოს მოგება უწინასწარმეტყველა და დასძინა, რომ ამჟამინდელი გუნდი ძალიან აგონებს, რომელშიც მან წარსულში ითამაშა.
“ნაპოლის” სკუდეტის მოგება შეუძლია და მე ამის მჯერა. ზოგჯერ ეს გუნდი მახსენებს იმას, რომელშიც მე ვთამაშობდი”, - უთხრა არგენტინელმა Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 29-ე ტურის შემდგომ იტალიის ჩემპიონატს 75 ქულით “იუვენტუსი” ლიდერობს. ნეაპოლური კლუბი კი “ბებერ ქალბატონს” 2 ქულით ჩამორჩება.