ფეხბურთი

18:31 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” ეუსებიო გაუშვა, ალგუასილი დანიშნა

“სოსიედადმა” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი პოსტიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი ცუდი შედეგებია: გუნდმა ლა ლიგის სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ახლა მე-15 ადგილზეა.

ეუსებიო 2015 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა “სოსიედადს” და შარშან მეექვსე ადგილზე გაიყვანა.

სეზონის ბოლომდე გუნდს უთავკაცებს იმანოლ ალგუასილი, რომელიც “სოსიედადის” მეორე გუნდს წვრთნიდა.

ამასთან, კლუბის სპორტული დირექტორის პოსტი ვაკანტური გახდა: ლორენსო ხუაროსი გაათავისუფლეს.

თეგებისოსიედადი
0.111829