თამაშგარე

10:10 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეო და ხოანა - ისტორია გრძელდება

ჯერ კიდევ 7 წლის წინ, არგენტინაში დიდი სკანდალი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ლეო მესი თანამემემულე მოდელს, ხოანა გონსალესს ჰყვარობდა და ამის შესახებ ყველაფერი იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ლეო მესის ეჭვიანმა ცოლმაც კი არაფერი იცოდა.

მაშინ ეს სკანდალი მარტივად დასრულდა და ყველამ დაიჯერა ლეოს სიტყვები, რომ ამ ქალთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმცა, 7 წლის თავზე, არგენტინის ბულვარული მედია კვლავ აჭორავდა მესისა და ხოანას ტრიფიალებაზე. ჭორებს ისიც ამძაფრებს, რომ აგერ უკვე ერთი წელია რაც ხოანა გონსალესი კარიერის გასაკეთებლად არგენტინიდან ესპანეთშია ჩასული.

ბულვარული მედიის ჭორთმოყვარეობის ამბები ყველას კარგად მოგვეხსენება და არაა გამორიცხული ესეც მორიგი ხელოვნურად აგორებული სკანდალი იყოს, მაგრამ მაინც უცნაური და საეჭვოა ცოლის ერთგული მესის სარეცელში მაინცდამაინც სენიორიტა ხოანას რომ ტენიან. სხვა ქალი დაილია? თუ მესიზე იტყვის ვინმე უარს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137874