კალათბურთი

18:47 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

აჩოს თასი ზაზას აკადემიაში

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის პატარებისთვის. და ეს დღე ორმაგად ახლო და ლამაზი იყო. პირველად ჩატარდა აჩიკო კანდელაკის სახელობის თასი, რომელიც ტრადიციული გახდება. აჩიკო 1985 წელს დაიბადა, 1985-წლიანების ნაკრების კაპიტანი. ეს გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმ ნაკრებს წვრთნიდა ნუგზარ ჭეიშვილი.

აჩიკო ტრაგიკულად დაიღუპა და 17 მარტს მისი გარდაცვალების დღე არის.
"აჩოს თასში" 2006 დაბადებული ბავშვები თამაშობდნენ.

ლამაზი, საინტერესო შეხვედრებით გამორჩეული ტურნირი, რომელიც მოიგო "გოლდენ სტეიტმა" და ესეც სიმბოლური იყო. ნებისმიერი გუნდის მოგების შემთხვევაში, ტურნირი ფერადი, ემოციებით მდიდარი და ძალიან ლამაზი იყო. ჩვენი მეგობრის გახსენების ტურნირი.

იყვნენ გამორჩეული პატარები, რომლებმაც აჩოს სამეგობროს მიერ დაწესებული მაგარი პრიზები მიიღეს და იყვნენ უბრალოდ, საუკეთესოები, რომლებმაც მიიღეს ის, რაც ეკუთვნოდათ.

ჩემპიონატის გამარჯვებულს მთავარი პრიზი აჩიკოს მამამ, ბესო კანდელაკმა გადასცა.

ლამაზი დღე ჩვენს აკადემიაში. ლამაზი დღე კალათბურთისთვის.
ლამაზი დღე ჩვენი მეგობრის საპატივცემულოდ.

A ჯგუფი: გოლდენ სტეიტი - ოკლაჰომა 13:5, გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 22:16, გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 22:12, ჰიუსტონი - სან ანტონიო 15:10, ჰიუსტონი - ოკლაჰომა 18:15, სან ანტონიო - ოკლაჰომა 15:11.

B ჯგუფი: ინდიანა - ბოსტონი 15:18, ინდიანა - კლივლენდი - 12:7, ინდიანა - ტორონტო 18:13, კლივლენდი - ბოსტონი 8:5, კლივლენდი - ტორონტო 21:14, ბოსტონი - ტორონტო 14:9.

1/2 ფინალი: გოლდენ სტეიტი - კლივლენდი 13:12, ინდიანა - ჰიუსტონი 19:16.

ფინალი: გოლდენ სტეიტი - ინდიანა 34:20.

MVP: თემუკა პატარიძე (გოლდენ სტეიტი), გუკა ცხადაძე (ინდიანა).

"აჩოს თასის" სპეციალური პრიზი "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ" - ტატო კუპატაძე.

გამორჩეული მოთამაშეები: იოანე ნებიერიძე, ნიკოლოზ სალაყაია, სანდრო მგელაძე, ნიკა აბულაძე, ნიკოლოზ გიორგობიანი, ლუკა კოტლიარევსკი.

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.518811