სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

23:55 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” NCAA-ის ფინალურ ტურნირში 15 მარტს ჩაერთვება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის სეზონი “ბიგ ისთის” კონფერენციის მეოთხედფინალში – “ბატლერთან” ერთქულიანი მარცხით დაასრულა, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდს სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგებისთვის NCAA-ის ფინალურ ტურნირში უბოძეს ადგილი. “სეტონ ჰოლმა” გასული სეზონის მანძილზე 21 მატჩი მოიგო და 11 დათმო, თუმცა რეიტინგები გაცილებით რთული მექანიზმებით ითვლება და ლიგის მესვეურებმა საუკეთესოთა 68-გუნდიან სიაში “სეტონ ჰოლიც” მოახვედრეს.

ამ 68 გუნდიდან 32 გარანტირებულად ეკუთვნით კონფერენციების ჩემპიონებს. მაგალითად, “სეტონ ჰოლის” კონფერენციაში ჩემპიონი გახდა “ვილანოვა”, რომელსაც ფინალური ტურნირის საგზური ავტომატურად ერგო, თუმცა რომც ვერ გამხდარიყო ჩემპიონი, განვლილი სეზონის შედეგებიდან გამომდინარე ამ გუნდს უთუოდ არგუნებდნენ ტურნირის საგზურს, ისევე როგორც “ბიგ ისტის” კონფეენციიდან ფინალურ ტურნირში ადგილები მიიღეს ფინალში წაგებულმა “პროვიდენსმა”, “ბატლერმა”, “ქსავიერმა” და მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”.

68 გუნდიდან ბოლო 8 საკვალიფიკაციო წრეს ითამაშებს 13 და 14 მარტს, რის შემდეგაც 1/64 ფინალში უკანასკნელ ადგილებს შეავსებენ. 64 გუნდი 4 რეგიონადაა გაყოფილი – დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და შუადასავლეთი. თითოეულ რეგიონში 16 გუნდია თავმოყრილი, რომლებიც პლეი ოფის პრინციპით, ერთრაუნდიან ბრძოლაში შეერკინებიან ერთმანეთს და გამოარკვევენ ამერიკის 4 მხარის გამარჯვებულებს. სწორედ ეს 4 გუნდი მოიყრის თავს აპრილის პირველ რიცხვებში სან ანტონიოში და გამოავლენს სტუდენტური ლიგის აბსოლუტურ ჩემპიონს.

“სეტონ ჰოლი” შუადასავლეთის რეგიონშია მოხვედრილი, სადაც მე-8 ნომრადაა განთსეილი. მისი მეტოქეა მე-9 ნომერი “ჩრდილო კაროლაინა სტეიტი”. ამ გუნდსაც 21 მოგება და 11 წაგება დაუგროვებია განვლილ სეზონში, ისე კი მოქმედი ჩემპიონის – ცნობილი “ჩრდილო კაროლაინა ტარ ჰილსის” ჩრდილში იმყოფება და ტურნირში თუნდაც 2 ბარიერის გადალახვას საქმეში ჩახედულები არ უწინასწარმეტყველებენ. შუადასავლეთის ფავორიტები გახლავან “კანზასი”, “დიუკი” და “მიჩიგან სტეიტი”.

“სეტონ ჰოლი”, რომელიც ტურნირს 15 მარტს, თბილისის დროით დილის 4:30 საათზე ხსნის, პირველი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში “კანზასისა” და “პენსილვანიას” შორის გამარჯვებულს ხვდება. პირველი წრის მატჩი კანზასის შტატში, ქალაქ ვიჩიტაში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, მამუკელაშვილის გუნდი ნევადის ქალაქ ომაჰაში გადაინაცვლებს 1/32 ფინალის სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე “მარტის სიგიჟედ” წოდებულ NCAA-ის ფინალურ ტურნირში ქართველ კალათბურთლს არ უთამაშია.

GBF.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.106282
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X