ფეხბურთი

14:52 | 13.03.2018 | ნანახია 870 - ჯერ

დიდიე დროგბა კარიერას ასრულებს

ლეგენდარული კოტ დივუარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბა საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ აფრიკელმა ფორვარდმა Telefoot-თან ინტერვიუში განაცხადა. დროგბას თქმით, მოვიდა დრო, რომ კარიერა დაასრულოს.

“მომწონს ფეხბურთი, მომწონს ჩემი როლი ფეხბურთელისა და ხელმძღვანელის რანგში, მაგრამ მოვიდა დრო კარიერა დავასრულო. უკვე 40 წლის ვარ და მიმდინარე სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება”, - თქვა დიდიემ.

ამჟამად, დიდიე დროგბა ამერიკული “ფინიქს რისინგის” ფეხბურთელი და ერთ-ერთი მფლობელია. თავის დროზე კოტ დივუარელს “ლე მანში”, “მარსელში”, “ჩელსიში”, “შანხაი შენჰუაში”, “გალათასარაისა” და “მონრეალში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:47 | 13.03.2018
temo11 (1376)

ძალიან მაგარი იყო დროგბინიო

16:12 | 13.03.2018
ტანგო საღორეში (KORBEN) (11441)

დროგბა კარიერას ასრულებსო ? ეეჰ, არადა ვგიჟდები მაგის კომენტარებზე

19:24 | 13.03.2018
aulol besoi (764)

აბა ბიჭო, მაგარი გატეხა...დდდდ ხო არ ვთხოვოთ კიდე დარჩეს ერთი სეონი მაინც...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.060061