კალათბურთი

21:10 | 12.03.2018 | ნანახია 551 - ჯერ

"დელტას" ახალი პარტნიორი - Prolife

"დელტა" და ფიტნეს კლუბი Prolife პარტნიორები გახდნენ. "დელტა" მხარს უჭერს ცხოვრების ჯანსაღ წესს და პერმანენტულად ჩართულია სხვადასხვა სახის აქტივობაში.

Prolife პოპულარული ადგილია, სადაც სხვადასხვა დატვირთვით ყველა ასაკის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ერუდირებული ინსტრუქტორები იქ მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს დასახული პროგრამის ბოლომდე მიყვანაში. "დელტამ" და Prolife-მა გააფორმეს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

გუნდის მხრიდან Prolife-ს კომპლექსში იმყოფებოდნენ "დელტას" პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე, კლუბის მენეჯერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ კვაჭაძე და "დელტას" კაპიტანი, ლიდერი ზვიად ანთაძე.

ზვიად ანთაძე: "მადლობას ვუხდი Prolife-ს ყურადღებისთვის. სპორტის ნებისმიერ სახეობაში კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე რთულია წარმატების მიღწევა. სასიამოვნოა, რომ "დელტამ" ახალი მეგობარი შეიძინა და იმედი მაქვს, ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩვენი შეხვედრების ხშირი სტუმრები იქნებიან. გვინდა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იყოს."

თემო როგავა (Prolife, მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი): "კომპანია "პროლაიფი" მოხარულია დღევანდელი ფაქტით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ხელი შევუწყოთ "დელტას" გუნდის წევრებს მათ ფიზიკურ მომზადებაში. ასევე, ჩვენი მიზანია ზოგადად, ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. იმედი გვაქვს, რომ კლუბი მაქსიმალურად ბევრ თამაშს მოიგებს."

ზურა თალაკვაძე

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:06 | 13.03.2018
მაგარი საიტია (25)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.066328