ფეხბურთი

16:17 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ასკოლის” გულშემატკივრები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

იტალიის სერია B-ს ბინადარ “ასკოლის” ორ ფეხბურთელს გულშემატკივრები თავს დაესხნენ და სცემეს. Football Italia-ს ინფორმაციით, მეკარე ვინჩენცო ვენდიტი და ნახევარმცველი სამუელე პარლატი სახლში ბრუნდებონდნენ, როდესაც 10-მდე გულშემატკივარი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ეს ყველაფერი “ვენეციასთან” (0:1) მარცხის შემდეგ მოხდა. იტალიური მედიის ვარაუდით, ფიზიკური ანგარიშსწორება გუნდის წარუმატებელ თამაშს უნდა უკავშირდებოდეს. “ასკოლი” 30 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვენდიტის მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო პარლატიმ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

თეგებიასკოლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11225