ფეხბურთი

11:05 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში 18 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ საფეხბურთო სამყაროში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “ტურის” ნახევარმცველი ტომას როდრიგესი მოულოდნელად გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როდრიგესი მხოლოდ 18 წლის გახლდათ, ხოლო გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ხუთშაბათსა და პარასკევს შორის ღამე გარდაიცვალა.

ფრანგული ფეხბურთის მესვეურებმა “ტურისა” და “ვალანსიენის” კალენდარული შეხვედრა გადადეს, ხოლო ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

0.148921