ფეხბურთი

13:27 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საპოვნელას"-"ზესტაფონი" არ გაიმართება, რადგან თერჯოლელები ჩემპიონატიდან მოხსნეს

“7 მარტს თერჯოლის ცენტრალურ რეგიონული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "საპოვნელას" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისთვის” უნდა ემასპინძლა. თუმცა, მასპინძელ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, "საპოვნელა" ჩემპიონატიდან იქნა მოხსნილი და შესაბამისად, აღარც მატჩი გაიმართება...” – წერს “ზესტაფონის” საიტი.

თერჯოლის “საპოვნელა” რამდენიმე წლის წინ უმაღლეს ლიგაში იყო, მაგრამ რამდენი ჩემპიონატიც ჩატარდა, იმდენჯერ გავარდა: ჯერ მეორეში, მერე მესამეში, მერე მეოთხეში, აი, ამჯერად კი საერთოდ მოხსნილია ჩემპიონატიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11289