სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:38 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვნება იტალიურად: ორად გაყოფილი გული
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ორი დღის წინ “მილანმა” რომის “ლაციო” იტალიის თასის დრამატულ ნახევარფინალში დაამარცხა და ფინალში გავიდა. აღნიშნული მატჩის ბედი მოგეხსენებათ პენალტების სერიაში გაირკვა, ხოლო გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი “როსონერის” მცველმა, ალესიო რომანიოლიმ გაიტანა.

ალბათ, აქამდე იშვიათად გინახავთ, როდესაც ასეთი დაძაბული მატჩის ბედს განკარგავდეს ფეხბურთელი და საკუთარ გუნდს ფინალში (თუნდაც ქვეყნის თასის) უძღვებოდეს, მაგრამ სიხარულს არ გამოხატავდეს. რაღა თქმა უნდა, რომანიოლის გაუხარდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, საჯაროდ გოლი არ აღუნიშნავს. ჰო, მაგრამ, რატომ?

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ალესიომ იტალიურ მედიას ასეთი კომენტარი მისცა:

“მე ლაციალე ვარ (“ლაციოს” ქომაგი) ჩემი რწმენა ისევ აქაა, მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ფეხბურთელი ვარ. ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია იქნება იმ სტადიონზე თამაში, სადაც ბავშვობაში მამაჩემთან ერთად დავდიოდი და “ლაციოს” თამაშებს, როდესაც სკუდეტო მოიგო, თვალს ვადევნებდი. დიდებული იქნება, მაგრამ ჩვენ იტალიის თასის მოგება გვინდა და ჩემი გრძნობები ცოტა ხნით უკან გადაიწევს. ნესტა? მომწონს, როდესაც ახალ ნესტას მეძახიან, მაგრამ ის მცველებს შორის საუკეთესო იყო და ვერავინ იქნება ისეთი, როგორიც გახლდათ ნესტა”, - თქვა რომანიოლიმ.

დიახ, 23 წლის ფეხბურთელი “ლაციოს” თავგადაკლული ტიფოზია და გოლის არაღნიშვნაც ამით იყო განპირობებული. ისე კი, ალესიოს უცნაური კარიერა აქვს. მან ბურთის გორება არც მეტი, არც ნაკლები “ლაციოს” მოსისხლე მტრის, “რომას” ბანაკში დაიწყო და აკადემიაში კარგა ხანს კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა. 17 წლის ასაკში კი, პროფესიონალურ დონეზე ჰქონდა დებიუტი – 2012 წლის 11 დეკემბერს, იტალიის თასზე “ატალანტასთან”.

ხსენებული თამაშიდან 11 დღე გავიდა და უკვე სერია A-ში ჰქონდა დებიუტი. სხვათა შორის “მილანის” წინააღმდეგ, როდესაც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, როდესაც მარკინიოსი გააძევეს, ზდენეკ ზემანმა ფრანჩესკო ტოტის ნაცვლად მოედანზე 17 წლის ბიჭი შეუშვა. არც სადებიუტო გოლს დაუგვიანია და ისიც “ჯალოროსის” მაისურით მოვიდა. 2013 წლის 3 მარტს, “ჯენოას” კარში მოახერხა გატანა.

იმ სეზონში მეტჯერ არ უთამაშია, მაგრამ 2013-2014 წლების სეზონში 11-ჯერ ითამაშა იტალიურ საფეხბურთო ელიტაში. და მაინც, ზრდისთვის მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა და 2014 წლის ზაფხულში “რომამ” იჯარით “სამპდორიაში” გაუშვა.

აი, აქ ალესიომ დიდებულად ითამაშა (30 მატჩი, 2 გოლი) და სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელსაც ალესანდრო ნესტას მხარდამხარ უთამაშია, მას Nuovo Nesta (ახალი ნესტა) უწოდა. მოკლედ, ერთ წელიწადში რომანიოლი “მშობლიურ” გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ “რომაში” თამაში მის გულში არ იყო. ამიტომაც, 2015 წლის აგვისტოში 30 მილიონ ევროდ “მილანის” წევრი გახდა და თანაც, “როსონერის” ისტორიაში ნესტას შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული მცველიც... რომანიოლის წინა ორ სეზონში მაინც და მაინც, ციდან ვარსკვლავები არ დაუკრეფავს, მაგრამ წელს მართლაც ჩინებულად ირჯება და იტალიურ ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედია მცველებს შორის.

რაც შეეხება “ლაციოსთან” იდუმალ სიყვარულს, ყველაფერს ფარდა 2015 წლის ზაფხულში აეხადა, როდესაც ალესიომ ინსტაგრამის გვერდზე “არწივების” მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ “რომას” რიგებში აღარ დაედგომებოდა.

უცნაურია ეს ისტორია, რატომ “რომას” აკადემია და არა “ლაციო”? – თუმცა, როგორც უნდა იყოს, დღეს ალესიო რომანიოლი “მილანისა” და “ლაციოს” ტიფოზებისთვის გამორჩეული ფეხბურთელია. სხვათა შორის, ლეგენდარულ ალესანდრო ნესტასთან გარდა სხვა მსგავსებებისა (მაისურის ნომერიც კი!), ესეც აკავშირებს: ნესტა ხომ ერთნაირადაა “ბიანკოჩელესტესა” და “როსონერის” ტიფოზთა გულისწორი...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111419
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X