ფეხბურთი

21:25 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი: "ესპანიოლთან" წაგება ჩვენზე გავლენას არ მოახდენს"

მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი მიიჩნევს, რომ მის გუნდს პსჟ-სთან ძალიან რთული თამაში ელოდება. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, “ესპანიოლთან” მარცხი არაფერს ნიშნავს.

“რეალს” ყოველთვის გამარჯვება სურს. “ესპანიოლთან” მარცხი ვერ იქონიებს გავლენას ჩვენს ხასიათზე და პსჟ-სთან შეხვედრაზე. მნიშვნელობა არ აქვს ნეიმარი იქნება თუ არა მოედანზე, რთული მატჩი გველოდება და “რეალი” მზად უნდა იყოს ამ ბრძოლისთვის”, - უთხრა ვარანმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” ლა ლიგის ბოლო ტურში “ესპანიოლთან” (0:1) დამარცხდა, ხოლო პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 6 მარტს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118204