ფეხბურთი

20:05 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი ჩეფერინი: “არც ჯადოქარი ვარ და არც - პოლიტიკოსი”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება, რათა კლუბების შესაძლებლობებს შორის ამხელა სხვაობა აღმოიფხვრას. ასევე შეეხო სანაკრებო ამბებსაც:

“ერთა ლიგის შექმნით, ვფიქრობ, სწორი გზა მოვძებნეთ საშეჯიბრო კუთხით. მწირი შესაძლებლობების ნაკრებებს შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და საამისოდ დამატებითი შანსი აქვთ. თუმცა საკლუბო ფეხბურთში ამ მხრივ პრობლემებია.

...მე არც ჯადოქარი ვარ და არც – პოლიტიკოსი. ყველანაირად ვეცდები, რათა კლუბების შესაძლებლობებს შორის ბალანსი არსებობდეს, მაგრამ ნამდვილად ვერ შეგპირდებით, რომ “სტიაუასა” და “ცრვენა ზვეზდას” დარი გუნდები ჩემპიონთა თასს ისევ ასწევენ. ჩემი მოვალეობაა, რომ რეალისტი ვიყო” – უთხრა ჩეფერინმა უეფას ოფიციალურ საიტს.

0.154695