ფეხბურთი

19:25 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბარსელონა არა მხოლოდ ფეხბურთის სკოლა, არამედ ცხოვრების სკოლაცაა"

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ჩავიმ კატალონიური კლუბის სიდიადეზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ "ბარსა" იდეალური ადგილია კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

"სულ ვამბობდი, რომ "ბარსელონა" არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისეული სკოლაცაა. ამ კლუბში გასწავლიან თანაგუნდელების პატივისცემას. გასწავლიან თანადგომას და ეგოიზმს გიშლიან. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. გასწავლიან მწვრთნელის პატივისცემას იმისდა მიუხედავად, გათამაშებს სასტარტოში თუ სათადარიგოთა სკამზე გსვამს. საერთოდ, მე ეს თვისებები სახლში შევიძინე. სანიმუშო ოჯახში გავიზარდე, მაგრამ "ბარსაც" სანიმუშო ოჯახი იყო და ადაპტაცია არ გამჭირვებია" - ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

0.112034