ფეხბურთი

18:54 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: “იოლი საქმეები არ მიყვარს, “მილანი” ამიტომ ავირჩიე”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ “სამპდორიასთან” სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ შეგირდები შეაქო და განაცხადა, რომ წარმატებული შედეგები ფეხბურთელთა დამსახურებაა. მანვე აღნიშნა, რომ იოლი საქმეები არ უყვარს და ამიტომაც დათანხმდა “მილანის” მწვრთნელობას.

“მწვრთნელისთვის ბედნიერება იმის ყურება, როგორ ცდილობენ ფეხბურთელები ყველაფერი გააკეთონ, რასაც მათგან ითხოვ. წარმატება მოთამაშეებს ეკუთვნით, ისინი არიან მთავარი გმირები, მე მხოლოდ იდეებს ვაწვდი. როცა შესრულებულ დავალებას ვხედავ, მიხარია, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ ახალი დღეა და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. იოლი საქმეები არასდროს მიზიდავდა, ამიტომაც ავირჩიე “მილანი”. მე სახლში ვარ, “როსონერის” მაისურს ვატარებდი 14 წლის განმავლობაში და ეს ჩემი ნაწილია” - განაცხადა გატუზომ, რომლის ხელმძღვანელობით “მილანს” ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ყველა ტურნირის გათვალისწინებით, აქედან მილანელებმა 7 მატჩი მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111272