ფეხბურთი

21:20 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი ტრავმირებულია

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი ტრავმირებულია. გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტრავმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ავრცელებს.

ჯერჯერობით, მუხლის დაზიანების სიმძიმე ცნობილი არაა, მაგრამ ესპანური მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ კროოსმა იმავე პსჟ-სთან საპასუხო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

მიმდინარე სეზონში ტონი კროოსმა 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111422