კალათბურთი

15:00 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თემურ კანკია: "სოხუმთან" მოგებას ვგეგმავთ

"დელტამ" უკანასკნელი შეხვედრა რუსთავში ჩაატარა. "რუსთავთან" ორი ლიდერის, ლევან ფაცაციას და ნიკ ნილის გარეშე გუნდმა კარგად დაფარა პირველი მეოთხედი და შემდეგ, "რუსთავმა", რომელიც უძლიერესი შემადგენლობით იყო, გააკეთა გაქცევა.

"დელტა" სხვა ტესტისთვის ემზადება.
ხვალ, 11:45 გუნდი სუპერლიგაზე "სოხუმს" გაესაუბრება და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოდის.

თემურ კანკია ("დელტა", მთავარი მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი "სოხუმთან" შეხვედრაზე იქნება გადატანილი. ჩვენი მოწინააღმდეგე შეიცვალა, უკეთესი გახდა. დაიმატა კარგი ლეგიონერები, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მარტივი შეხვედრა არ იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. "დელტასთვის" ეს მნიშვნელოვანი თამაშია. პრინციპში, ისევე, როგორც - ნებისმიერი სხვა. ჩვენ აღარ გვაქვს თამაშების მნიშვნელობის მიხედვით გადანაწილების დრო. მთელი აქცენტი "სოხუმზეა".

სუპერლიგაში "დელტას" სტატისტიკური ლიდერები: ქულა - ნიკ ნილი, 16.5; მოხსნა - არტიომ შვეცი, 7.2; პასი - ნიკ ნილი, 4.6; ჩაჭრა - საბა ლობჯანიძე, 2.4; დაფარება - დეანდრე რეი, 0.43.

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172776