თამაშგარე

11:46 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორი უნდა იყოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თილისმა

ჩვენს რუბრიკაში ხშირად კითხულობთ და კიდევ არაერთხელ წაიკითხავთ იმ ხელიხელსაგოგმანებ ასულთა შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების თილისმის ტიტულისა თუ წოდების მოსაპოვებლად იბრძვიან და ბევრ მათგანს ეს ჭკვიანური პიარ-ხრიკი, საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად - ჭეშმარიტად შესანიშნავად გამოსდის.

სამწუხაროდ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია და ქართველი მოდელები უბრალოდ არ ცდილობენ მათი უცხოელი კოლეგების მიზნების მიბაძვას. მაქსიმუმ ქართველ სპორტსმენთა ცოლებმა თუ თქვან რაიმე საინტერესო, მაგრამ ნაკრების თილისმის წოდება მათაც არად უღირთ და ბევრმა ეს შეიძლება საწყენადაც კი მიიღოს. არადა, რატომ არ უნდა ყავდეს მაგალითად ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს თავისი თილისმა?...

მაშ ასე, როგორი უნდა იყოს და რა მოეთხოვება საქართველოს ნაკრების თილისმას: 1. ტრიბუნაზე გამოსაყენებლად და ქვეყნის პოპულარიზაციისათვის უნდა იცოდეს მინიმუმ სამი ქართული ცეკვა. 2. საგულშემატკივრო სიმღერას უნდა ასრულებდეს ჭიბონზე, გარმონზე ან ფანდურზე. 3. სახლში საღამოს 9 საათის მერეც უნდა მიესვლებოდეს. 4. უნდა იცოდეს სტვენა 3, 4 და 5 თითის გამოყენებით. 5. არ უნდა ჭამდეს დღეში ერთ შაურმაზე მეტს. 6. არ უნდა წყევლიდეს და კრულავდეს კონკურენტებს. სხვა დანარჩენი კრიტერიუმების განსაზღვრა ქომაგებისათვის მოგვინდია.

0.127595