სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:35 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეალობად ქცეული ოცნება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ოცნებები, რომ ხდება ამას კარგა ხანია გავუგე გემო, თუმცა ამჟამად ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას დავუწერე პლიუსი და მინდა თქვენც ჩემთან ერთად გამოგზაუროთ. მილანში გამგზავრება მეგობრებთან ერთად (მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბის წევრებთან) რამდენიმე თვით ადრე დავგეგმე. ჯერ კიდევ ზაფხულში ნაყიდი სამოგზაურო ბილეთისგან მივიღე უდიდესი სიხარული და მას შემდგომ დაიწყო მოლოდინი იმისა, თუ როდის დადგებოდა 22 იანვარი.

მოკლედ დიდი ლოდინის შემდგომ ეს დღეც დადგა და იტალიისკენ ავიღეთ გეზი. ამბობენ, რომ მილანი ხმაურიანი და დატვითული ქალაქია, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ის უამრავი ტურისტით თუ მიგრანტითაა სავსე.

დაბინავების შემდგომ პირველი რისი ნახვაც მილანში ჩასულს მოგინდება ეს დუომოა. მეგობრებმა ერთმანეთს შეხვედრის დრო დავუთქვით და მეტრო დუომოდან ამოსვლის შემდგომ თვალწინ საუცხოო და გამაოგნებელი სილამაზე გადამეშალა. ემოცია დიდი იყო. იმდენად ამაღელვა ამ ფაქტმა, რომ რამდენიმე საფეხურით ისევ უკან ჩავეშვი. ის ბევრად დიდია, ვიდრე ეს სურათებიდან ჩანს. ამბობენ, თუ შიგნით შეხვალ და სახურავიდან გადმოიხედები მთელი მილანის და ხანდახან ალპების იტალიური ნაწილის დანახვაც შეგიძლიაო, თუმცა ვერ მოვახერხე, რადგან ტაძარში მიმდინარე რესტავრაციის გამო ეს შეუძლებელი იყო.

შემდგომი გაჩერება არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ “სან სიროს” სტადიონი გახლდათ. საფეხბურთო “ლა სკალად” წოდებულ სტადიონზე საუკუნეზე მეტია ევროპის ორი გამორჩეული გუნდი: “მილანი” და “ინტერი” თამაშობს. ნაგებობა იმდენად საუცხოოა, რომ ძალიან მოვიხიბლებით. მითუმეტეს, თუ ამას ჩემი გადმოსახედიდან შეხედავთ. “სან სირო” ქალაქის ბოლოშია აშენებული, რომლის გამოც სპეციალურად მეტროს ახალი ხაზი ჰყავთ გაყვანილი და საკმაოდ ადვილი მისაგნებია. საკმარისია მეტროსადგურის რუკას დახედო და იასამნისფერი ხაზის ბოლოში ამოიკითხავთ - STADIO SAN SIRO. გამომდინარე იქიდან, რომ სტადიონს ღამე ვეწვიეთ, მისი დათვალიერება სხვა დღისთვის გადავდეთ.

მერე კი “კაზა მილანს” მივადექით. “სან სიროდან” მეტროს 4 გაჩერებაში “მილანის” ახალი ოფისია, რომელიც 2014 წელს გაიხსნა. ორიგინალური დიზაინის ოფისი გუნდის ფერებშია შემოსილი და ტურისტის თვალში ადვილად მოსახვედრია.

ზოგჯერ ძნელია იყო ობიექტური, როცა შენი საყვარელი კლუბის საუკუნოვან ისტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვები და თვალწინ ის მნიშვნელოვანი მომენტები გეშლება, როგორებიც თუნდაც ჩემპიონთა ლიგის შვიდი თასია.

კაზა მილანი სწორედ ასეთი ადგილია. მასში შესვლისთანავე “შავწითელი” ხდები. მიუყვები წარსულის ისტორიებს და კმაყოფილი ხარ. სახიდან ღიმილის და ზოგჯერ ცრემლების შეკავება გიჭირს.

შიგნითვე შეხვდებით ოფიციალურ მაღაზიას, სადაც მიმდინარე სეზონის ფორმებსა და აქსესუარებს შეხვდებით, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ იქ თავის დასაჩუქრება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

არ გამოგვრჩენია მილანში მდებარე უდიდესი სასაფლაო, რომელიც ლომბარდიის ცენტრშია და იქ ძალიან ბევრი წარშულში ცნობადი სახის გვარს ამოიკითხავ. გაგვიჭირდა, თუმცა მაინც მივაგენით ჩეზარე მალდინისა და ჟუზეპე მეაცას საფლავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მილანის გულშემატკივრებმა “როსონერის” ერთ-ერთი დამაარსებლის და ასევე მოთამაშის ჰერბერტ კილპინის საფლავი საკუთარ იუბილეზევე 24 იანვარს მოვინახულეთ.

შემდეგი რაც ვნახეთ ეს დუომოდან ორ გაჩერებაში მდებარე “პარკო სემპიონეა”. ეს ადგილი ნამდვილად ჰგავს ედემის ბაღს. შესანიშნავია ველოსიპედით ან ფეხით სეირნობისათვის. აქვეა “სან ბაბილას” გაჩერებაც, სადაც უამრავი ძვირადღირებული მაღაზია თუ რესტორანია განთავსებული და თუ ნაღები საზოგადოების ხილვა გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ქუჩას. აქ ნამდვილად დაატკბობთ თვალებს ნანახით.

კიდევ ერთი რამ, რაც მოგეწონებათ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ძალიან მოწესრიგებულია. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ ქალაქში ვერ დაიკარგები, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდება მიმართულება და წარწერები თუ საიდან სად მიდიხარ.

თამაშის წინა დღეს სტადიონს კიდევ ერთხელ ვეწვიეთ. ამჯერად 17 ევროიანი ბილეთი შევიძინეთ და ფეხი სამოთხეში შევაბიჯეთ. შესასვლელშივე კარგა ხნით დავყოვნდით, რადგან იქ დიდი მონიტორი აღმოვაჩინეთ, სადაც მოაზროვნეთათვის თამაშია ჩაწერილი. მეგობრები ორ ჯგუფად დავიყავით და თამაშსაც შევუდექით. აქვე გეტყვით, რომ თამაში შეგიძლია, როგორც “მილანის”, ასევე “ინტერის” ისტორიაზე, თუმცა ჩვენ თავდაპირველად “როსონერის” ისტორიას შევეჭიდეთ. მეგობრები ორ გუნდად დავიყავით და საქმესაც შევუდექით. პირველი კითხვა ადვილი იყო და გვეკითხებოდნენ თუ რომელ წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი “მილანი. მონიტორის ორივე მხარეს 4 სავარაუდო კითხვები იყო ჩამოწერილი და პასუხის გაცემა დასწრებაზე იყო. კითხვები სხვადასხვა სირთულის გახლდათ და საბოლოო ჯამში ჩემმა ოთხეულმა დიდი ანგარიშით იმარჯვა.

შემდგომ “ინტერის” ისტორიასაც შევეჭიდეთ, თუმცა ავღნიშნავ, რომ ეს გახლდათ თამაში – თამაშისთვის.

როგორც იქნა მოვწყდით მონიტორს და შესასვლელში გამოფენილ “როსონერისა” და “ნერაძურის” ლეგენდების მაისურების თვალიერებას შევუდექით, რის შემდგომაც “მილანის” გასახდელისაკენ დავიძარით.

ყველაზე მეტი დრო სწორედ “შავ-წითელთა” გარემოში გავატარეთ. სიხარულის მომგვრელია ის ფაქტი, როცა იაზრებ თუ სად ემზადება საყვარელი გუნდი ყოველი მატჩის წინ. იღებს დავალებებს მწვრთნელებისგან და ბოლოს ყოველი გამარჯვებისა და დამარცხების შემდგომ კვლავ იქ ბრუნდება. გვერდით “ინტერის” გასახდელია”, თუმცა იქ დიდხანს არ დავყოვნებულვართ, რადგან ყველას სტადიონზე გასვლა გვეჩქარებოდა.

მოედანზე გასვლის დროც დადგა. იგივე გზას გავუყევით, რომელსაც მოთამაშეები გადიან ყოველი მატჩის დაწყებამდე და წინ საოცარი ფონი გადაიშალა. ყველა თავის სტიქიაში იყო. ყველა თავისებურად გამოხატავდა ემოციებს.

ოფიციალურ მაღაზიას სტადიონის გასასვლელშიც შეხვდებით. უფრო მეტიც იქ უფრო დიდი არჩევანია და შედარებით ნაკლებ ფასებშიც.

თამაშის დღეს მომხდარზე უკვე გიამბეთ, თუმცა აქაც რამდენიმე წინადადებით გადაგიკრავთ. საოცარი გრძნობაა, როდესაც საქართველოდან ჩასულს მედია აკრედიტაციები გხვდება, არადა მოთხოვნის გაგზავნისას არანაირი პასუხი არ მოგვსვლია, თუმცა ბოლომდე გავრისკე. ქალურ ინტუიციას მივენდე და ბილეთები არ შევიძინე. თამაშამდე 2 საათით ადრე 208 კაციან ჟურნალისტთა სიაში 207-ე აღმოვჩნდი და იმ სიხარულს ნამდვილად ვერ გადმოგცემთ.

მედია ტრიბუნაზე 2 საათით ადრე შევედით. ამ ხნის განმავლობაში სტადიონი ნელ-ნელა ივსებოდა. საოცარი ატმოსფერო იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს მთელი სტადიონი და მილანის გარეუბანი ნისლით იყო მოცული, თუმცა ეს სანახაობას უფრო მეტ ექსტრიმს მატებდა. უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას გამოვტოვებ და იმაზე მოგიყვებით თუ რაც შემდგომ მოხდა.

დიდი ხანი ვორჭოფობდი თუ სად წავსულიყავი მატჩის შემდგომ: პრესკონფერენციაზე თუ მიქს-ზონაში, საიდანაც ფეხბურთელები გამოდიან, თუმცა ბოლოს გადავწყვიტე და ფეხბურთელებთან ჩასვლა გადავწყვიტე. ვაღიარებ, რომ ის საათნახევრიანი მონაკვეთი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო იტალიაში ყოფნის პერიოდში, რადგან არაერთი ფეხბურთელი ვნახე, გავესაუბრე, გადავიღე სამახსოვრო სურათები და ავტოგრაფებიც კი მივიღე სამახსოვროდ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ვიზიტი არც “მილანის” პრესსამსახურს გამორჩენია და რამდენიმე დღის წინ ჩვენი ფოტო ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს, რომელსაც ათიათასობით მოწონება აქვს.

და ბოლოს მილანში ცხოვრება დუღს. მდიდარი ტურისტები ძვირადღირებულ მაღაზიებში შოპინგობენ, ანაც ფერარის მაღაზიას ათვალიერებენ. ულამაზესი ქალაქი ერთხელ ჩასულს სამუდამოდ გამახსოვრებს თავს და მისკენ კვლავ გიბიძგებს. იხსენებ იქ გატარებულ დროს და სახეზე ღიმილი გესახება. გახსენდება თუ როგორ ცდილობდნენ მიგრანტები დუომოსთან გასულს ხელის გულზე რამდენიმე ცალი სიმინდის კაკლით ფული ეშოვათ. და თუ ეს შენ გადაგხდა, გეტყვი, რომ გამოიყენე ეს შანსი, გადაიღე სამახსოვრო ფოტო და იმდენი გაეცი, რამდენიც სამახსოვრო სურათში გემეტებათ.

ამბობენ, სასიამოვნო გარემოში დრო სწრაფად გადისო და ასეც მოხდა. მილანური არდადეგები 1 კვირის თავზე დასრულდა, თუმცა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიდო ბინა.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114039
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X