ფეხბურთი

20:05 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა. სამწუხაროდ, გიორგი ნემსაძის გუნდს ვერც მეორე შეხვედრაში დაეხმარნენ ტრავმირებული ფეხბურთელები - ცოტნე კაპანაძემ, შოთა ნონიკაშვილმა, ცოტნე ჩოთალიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრეს.

ავსტრიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, რასაც ჩვენი გუნდიდან გიორგი გულიაშვილმა უპასუხა ზუსტი დარტყმით - 1:2.

სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ 21-27 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელის, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116097