კალათბურთი

17:48 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 23 ქულა, 8 მოხსნა და ნანატრი გამარჯვება ლიბანში

რაც ლიბანშია, ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა მეორე მატჩი მოიგო და ამაში დიდიწვლილი ქართველმა ფორვარდმა დაიდო. შეგახსენებთ, რომ ლიბანის ჩემპიონატის რეგულარულ ჩემპიონატში გუნდები 2 ჯგუფად გაიყო. ცქიტიშვილის “ბიბლოსი” ვერ მოხვდა მოწინავე 5-ეულში და ახლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. მარცხიანი სერიის შემდეგ, ბიბლოსელები ქვედა ხუთეულის ლიდერ “მუტაჰედს” ესტუმრნენ და 89:87 იმარჯვეს.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა (6 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
ნიკოლოზმა 13-დან 8 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ გერონ ჯონსონს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

“ბიბლოსმა” 17 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112399