ფეხბურთი

18:23 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "როდესაც ბურთი ჩავის აქვს, ფეხბურთი იღიმის"

ფეხბურთის უგვირგვინო მეფე დიეგო არმანდო მარადონა ვეტერან ესპანელ ნახევარმცველ ჩავი ერნანდეს აქებს. არგენტინელის განცხადებით, ჩავი ნამდვილი გენიოსია და როდესაც ბურთი აქვს, ფეხბურთი იღიმის.

“როდესაც ბურთი ჩავის ფეხებშია, მაშინ ფეხბურთი იღიმის. ჩავი, გეხვევი ჩემო მეგობარო, როგორც ყოველთვის”, - ციტირებს მარადონას სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ამჟამად ყატარულ “ალ სადში” თამაშობს. როგორც ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, მიმდინარე სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება, რადგან მწვრთნელობა სურს.

0.109493