ისტორია

10:00 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

15 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1990 - დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. პირველ პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1914 - ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა მიდლსბროში ინგლისის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო.

1932 - ედი იგანი პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიადებზე ოქროს მედლების მოპოვება მოახერხა. 1920 წელს იგანი ოლიმპიური ჩემპიონი მოკრივეთა შორის გახდა, ხოლო ზამთრის თამაშებში ბობსლეიში იმარჯვა.

1936 - ნორვეგიელმა ციგურებით ფიგურულმა მოსრიალე სონია ჰენმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.

1961 - აშშ-ის ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა თერთმეტივე წევრი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ისინი ბელგიის ავიაკომპანია “საბენას” თვითმფრინავ “ბოინგ 707”-ით მგზავრობდნენ.

1978 - ლეონ სფინქსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მუჰამედ ალი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1980 - ამერიკელმა ერიკ ჰეიდენმა 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (38.03).

1982 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, თურქეთის ქალაქ ბურდურში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “ბურდურსპორს” 5:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები ნუკრი კაკილაშვილმა, ვლადიმერ გუცაევმა, ვაჟა ჟვანიამ, რევაზ ჩელებაძემ და ზაურ სვანაძემ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია (მჭედლიძე), მუჯირი (ანდღულაძე), ხიზანიშვილი (ხინჩაგაშვილი), პაიკიძე, თავაძე, კაკილაშვილი (ცაავა), სვანაძე, ჭილაია (ჯოხაძე), გუცაევი, ჟვანია, ჩელებაძე. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1985 - ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობისათვის გამართული მატჩი ანატოლი კარპოვსა და გარი კასპაროვს შორის, ფიდე-ს გადაწყვეტილებით, 48-ე პარტიის შემდეგ შეწყდა. ამის მიზეზი მოჭადრაკეთა გამოფიტვა გახდა. იმ მომენტისთვის კარპოვი ორი ქულით იგებდა.

1986 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში, ჩეხოსლოვაკიის ოლომოუცის საფეხბურთო კლუბ “სიგმას” 1:0 მოუგო. გოლი გია გურულმა გაიტანა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, სვანაძე (ჩიხრაძე), სულაქველიძე, კეტაშვილი, კუდინოვი, ჯოხაძე, მახარაძე, გურული, ცაავა, გაზაევი, მესხი (ფანცულაია). მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1986 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში ჩეხოსლოვაკიის ხების საფეხბურთო კლუბ “რუდა გვეზდას” 2:0 მოუგო. გოლები ნუკრი კაკილაშვილმა და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. “დინამო”: ბალაძე (მეშკოვი), მიქაბერიძე, ცვეიბა, ელოევი, არზიანი (ჩიხრაძე), გოგრიჭიანი, ჟორდანია (ცომაია), კაკილაშვილი (რევიშვილი), გუცაევი, ჩელებაძე (ფანცულაია), შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1987 - კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ნიქოზიის კლუბების “ომონიასა” და “ოლიმპიაკოსის” მატჩში არბიტრმა სტეფანოს ჰაჯისტეფანომ მეტოქეთა კარში სამ-სამი პენალტი დანიშნა. ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების ერთ შეხვედრაში ამდენი თერთმეტმეტრიანი არასდროს დანიშნულა. იმ მატჩში კი ფეხბურთელებმა ყველა პენალტი გამოიყენეს, თამაში კი “ომონიამ” 6:4 მოიგო.

1990 - დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. პირველ პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს.

2005 - ცუნამით დაზარალებულთა ფონდის შევსების მიზნით, “ბარსელონას” “ნოუ კამპზეერთმანეთსრონალდინიოსა და შევჩენკოსმეგობართა გუნდებიდაუპირისპირდნენ. შეხვედრა რონალდინიოს გუნდმა 6:3 მოიგო. “კამპ ნოუ” სანახევროდ გაივსო და შემოსავალმა 3 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” მცველი, კახა კალაძე შეხვედრის პირველ ტაიმში, ანდრეი შევჩენკოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. მის მხარდამხარ ასპარეზობდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ზინედინ ზიდანი, ალესანდრო დელ პიერო, დევიდ ბექჰემი არიან.

2007 - “ატლანტა ჰოუქსმა” “კლიპერსი” 96:93 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ 26 წუთში, 15 ქულა მოაგროვა, 12 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი განახორციელა.

2008 - სერბული წარმოშობის ამერიკელმა ჩოგბურთელმა მონიკა სელეშმა ბოლო ოფიციალური მატჩის ჩატარებიდან 5 წლის შემდეგ განაცხადა, რომ სპორტულ კარიერას ასრულებს.

2009 - აშშ-ის არიზონას შტატის ქალაქ ფინიკსში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 146:119 მოუგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”) და შაკილ ო’ნილი (“ფინიკს სანზი”) დაასახელეს. ორივემ ამგვარი აღიარება კარიერაში მესამედ დაიმსახურა.

2010 - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა შორის ფიგურულ სრიალში ჩემპიონი პირველად გახდა ჩინეთის დუეტი. პირველობა შენმა და ჟაომ მოიპოვეს. 1960 წლიდან მოყოლებული რუსებმა პირველად ვერ მოახერხეს ამ დისციპლინაში ოლიმპიური ოქროს აღება.

2013 - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ხელმძღვანელი რაფაელ მარტინეტი, ორგანიზაციის ბიუროს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გადააყენეს. FILA-ს ბიუროს საგანგებო სხდომა ტაილანდში გაიმართა.

2013 - ამერიკელი ტედ ლიგეტი გახდა პირველი მამაკაცი სამთომოთხილამურე ლეგენდარული ჟან-კლოდ კილის შემდეგ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. სუპერგიგანტისა და სუპერკომბინაციის შემდეგ ლიგეტიმ გიგანტური სლალომი მოიგო.

2013 - “ბაიერნმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან, 2016 წლის ზაფხულამდე, ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენურ გუნდს გაწვრთნიდა.

2014 - თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში თურქეთის ეროვნული ნაკრები 4 ბურთის სხვაობით 8:4 დაამარცხა.

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე(მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

გოლები: საქართველო: ელაჩა (3), ცრეპულია (2), ელეზი, ჩომახიძე, რურუა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - ჰილ გოროსტიცა. ესპანელი (ბასკი) გარემარბი. ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი და 5-გზის თასის მფლობელი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1937 წელს ბასკონიის ნაკრების შემადგენლობაში თბილისშიც ითამაშა.

1921 - ასლან ხარბედია. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1939) და ბრინჯაოს (1946) მედლების მფლობელი. სსრკ-ის თასის ფინალისტი (1946). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 57 მატჩი, გაიტანა 22 გოლი.

1946 - დიკ ვან დეიკი. ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. გუნდთან ერთად ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. “აიაქსის” შემადგენლობაში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 57 გოლი.

1949 - ფრანსისკო მატურანა. კოლუმბიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას ორჯერ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი. წვრთნიდა კოლუმბიის, საუდის არაბეთის, არგენტინისა და ესპანეთის კლუბებს, კოლუმბიის, ეკვადორის, კოსტა რიკის, პერუს ნაკრებებს. Dდამრიგებლის რანგში მოპოვებული აქვს კოპა ამერიკის ჩემპიონობა, ლიბერტადორესის თასი, კოლუმბიისა და საუდის არაბეთის ჩემპიონობა. კოლუმბიის ნაკრები 1990 და 1994 წლების მსოფლიოს პირველობათა დასკვნით ეტაპზე გაიყვანა. 2008 წლის 1 თებერვალს ტრინიდადისა და ტობაგოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

1951 - ერიკ ბურგენერი. შვეიცარიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი. 1978 წელს დაასახელეს შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1951 - შოთა მორჩილაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (100კგ წონითი კატეგორია) ევროპის 1974 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა (1974) და ბრინჯაოს (1973) მედლები. 1973 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი (1977). 1973 წელს მოპოვებული აქვს საკავშირო თასი. საკავშირო პირველობათა ხუთგზის მეორე (1974, 1975, 1977, 1980, 1981) და სამგზის მესამე პრიზიორი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1952 - იენს ბერტელსენი. 1970-80-იან წლებში დანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის 69 მატჩში გაიტანა 2 გოლი. 1979 წელს დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1955 - ბევ ფრენსისი. კანადელი ძალოსანი. ქალ ძალოსანთა შორის მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1972 - იარომინ იაგრი. საერთო აღიარებით, ჩეხეთის უკანასკნელი ოცწლეულის უძლიერესი ჰოკეისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “ვაშინგტონ კაპიტალზის” რიგებში ორჯერ მოიპოვა “სტენლის თასი”. 1968 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მისი ორივე ბაბუა დააპატიმრეს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გაუთავისუფლებიათ. 1989 წელს კი, პრაღის “ვაცლავის მოედანზე” მომხდარი “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ, ამ ადგილზე იაგრმა რესტორანი გახსნა, რომელშიც ჰოკეის ქომაგებს მატჩების პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა აქვთ.

1973 - ემი ვან დაიკენი. 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1996 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

1973 - ანა დოღონაძე. ქართველი ბატუტზე მხტომელი. 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე გამოდიოდა გერმანიის სახელით და ჩემპიონი გახდა. მონაწილეობდა 2000 და 2008 წლის ოლიმპიადებზეც. ანა დოღონაძე 1998 და 2001 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1974 - ალექსანდერ გურცი. ავსტრიელი ავტოპილოტი. “ფორმულა-1”-ის გუნდ “ბენეტონის” წევრი.

1975 - ირინა ფედოტოვა. აკადემიურ ნიჩბოსნობაში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1980 - ელენა პროდუნოვა. რუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1986 - ვალერი ბოჟინოვი. ბულგარეთის ნაკრების, “ფიორენტინას”, “იუვენტუსის” “მანჩესტერ სიტის”, “პარმას” ფორვარდი. ბულგარეთის ნაკრების 34 მატჩში გაიტანა 7 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1961 - მერაბელ ვინაონი. ფიგურული მოციგურავე. 1932 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1981 - მაიკ ბლუმფილდი. მეკლდეური. 36 წლის ასაკში ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

0.107529